მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ფორმულა|formulanews.ge

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 21 სექტემბერს თანამდებობიდან დაითხოვეს.

22 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკ-პოსტში მან განმარტა: „ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი“.

გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 21 აგვისტოს მიიღო, თუმცა „შეტყობინებაში და ბრძანებაში არ ეწერა ორი სიტყვაც მიზეზზე“. ის მომხდარს სისტემაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს, რის ფარგლებშიც სააგენტოში სამი მენეჯმენტი შეიცვალა და ორი რეორგანიზაცია ჩატარდა.

მისი თქმით, გამორიცხულია გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გამოცდილი კადრების დაკარგვა: „პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ეს ინსტიტუციური მემკვიდრეობა ქრება“.

სულამანიძემ ხაზი გაუსვა თავისი დირექტორობისას ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას (15 117-დან 59 761-მდე) და ბრაკონიერობის პრევენციას, და დასძინა: „თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ ბუნებისდაცვითი მისიიდან არ მივდივარ“.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზთან დაკავშირებით პასუხი ჯერ არ გაუვრცელებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ფორმულა

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ფორმულა