მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს და მზად არის მასთან მორიგი შეხვედრისთვის. ამის შესახებ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპს ჰკითხეს, დათანხმდება თუ არა პუტინი მაიამიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას. ტრამპმა ამის შესახებ კონკრეტული დაპირება არ გასცა და აღნიშნა, რომ პუტინთან მორიგ შეხვედრას ელოდება.

„ალასკაში შეხვედრა გვქონდა და ვფიქრობ, კიდევ ერთი გვექნება. მაიამიზე არ ვიცი“, - თქვა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ლიდერები ომის დასრულების საკითხზე ხშირად საუბრობენ და მას ამ თემაზე პუტინთანაც აქვს კომუნიკაცია.

„ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, პუტინი „მზადაა შეხვედრისთვის“ და „მას სურს, რომ ომი დასრულდეს“.

ტრამპის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე განიხილავენ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ დარტყმებმა რუსეთს „სერიოზული დარტყმა“ მიაყენა, თუმცა გავლენა მოახდინა დიზელის ფასზეც.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია უკრაინაში ანტისარაკეტო „პატრიოტის“ რაკეტების წარმოების საკითხის განხილვა. „შესაძლებელია. ამაზე ახლა ვისაუბრებთ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა უკრაინელებს „წარმოუდგენლად უნარიანი ხალხი“ უწოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილაBM.GE
  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • „მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრებატვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა

ფორმულა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

ფორმულა

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

ფორმულა

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ფორმულა