მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
„მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

„მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს? აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღე რჩება, დონალდ ტრამპი კი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტებს პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით ემუქრება.

Fox News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ დემოკრატები კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, ის „მისტერ ვეტო“ გახდება და მათ მიერ მიღებულ კანონპროექტებს დაბლოკავს. ტრამპის ვარაუდით, მუდმივი ვეტოები დემოკრატებს საბოლოოდ პრეზიდენტთან მოლაპარაკებისა და კომპრომისის მიღწევისკენ უბიძგებს.

„თუ ასე მოხდა, ალბათ, მისტერ ვეტო გავხდები. არ მივცემ მათ იმის გაფუჭების უფლებას, რაც გაკეთებულია. ისინი კანონპროექტებს გამომიგზავნიან, მე კი ვეტოს დავადებ. საბოლოოდ, ერთი ან ორი თვის შემდეგ, როდესაც ყველაფერზე ვეტოს მიიღებენ, მოვლენ და შეთანხმებას შემომთავაზებენ. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდება, თუმცა იმედი მაქვს, ამაზე ფიქრი არ მოგვიწევს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არჩევნების წინ გამოქვეყნებული გამოკითხვები დემოკრატების უპირატესობაზე მიუთითებს. NPR/PBS News/Marist-ის კვლევით, დემოკრატ კანდიდატებს სავარაუდო ამომრჩეველთა 52% უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს კი - 44%. ამავე კვლევის თანახმად, ტრამპის საქმიანობას 40% იწონებს, 59% კი უარყოფითად აფასებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავსBM.GE
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ - ზელენსკი

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ - ზელენსკი

ტვ პირველი

28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა საჯარო მიმართვა გაავრცელეს

28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა საჯარო მიმართვა გაავრცელეს

ტვ პირველი

რუსეთში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილესი საცავი იწვის - სამარის ოლქში შავი კვამლი შენიშნეს

რუსეთში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილესი საცავი იწვის - სამარის ოლქში შავი კვამლი შენიშნეს

ტვ პირველი

მელანია ტრაპი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

მელანია ტრაპი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

ტვ პირველი