მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას
პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას

პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას

ფორმულა|formulanews.ge

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ისაუბრა ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე, ამავდროულად, საუბარი შეეხო ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებს.

პაპუაშვილის თქმით, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს 2024 წელს მიღებულ მცდარ გადაწყვეტილებას, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი.

მისივე განმარტებით, ლუქსემბურგის ხელისუფლების დამოკიდებულება ემთხვევა საქართველოს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები.

„უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. ოთხი წლის წინ იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლუქსემბურგში და მიხარია, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციით ვიმყოფებით აქ. შევხვდით ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე. თავისთავად, ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე. როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი, სწორედ ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა.

ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობასა და დისკუსიაზე და დღეს მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი როცა ცდილობს, ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არ არის სწორი. ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისევე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა, ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები, რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში და დღეს ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „როგორია ლუქსემბურგის პოზიცია იმ რეალობაზე, რაც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის?“, – შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, წუხან, ვინაიდან საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დღეს ხელი ეშლება, რომ სრულად იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომელიც ინტეგრაციისთვის არის საჭირო“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტი იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რასაც აწვდიან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები“.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენ ლუქსემბურგის სახით, ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან დაწყებული, ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპულ ინტეგრაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • "თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუBM.GE
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ფორმულა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

ფორმულა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ფორმულა

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

ფორმულა