მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „დამზადებულია ევროპაში“: ევროკავშირის ქვეყნები შიდა ბაზრის დაცვის ახალ წესებზე თანხმდებიან
„დამზადებულია ევროპაში“: ევროკავშირის ქვეყნები შიდა ბაზრის დაცვის ახალ წესებზე თანხმდებიან

„დამზადებულია ევროპაში“: ევროკავშირის ქვეყნები შიდა ბაზრის დაცვის ახალ წესებზე თანხმდებიან

ფორმულა|formulanews.ge

ბრიუსელი — გერმანიამ და ესპანეთმა სახელმწიფო შესყიდვებში ევროპული კომპანიების წახალისების მიზნით წამოწყებული ინიციატივის, „დამზადებულია ევროპაში“ (Made in Europe) მასშტაბებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები წარადგინეს. ამან საფუძველი ჩაუყარა რთულ მოლაპარაკებებს ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიულ კანონპროექტზე.

ევროკომისიამ „ინდუსტრიული დაჩქარების აქტი“ (Industrial Accelerator Act) მარტში წარადგინა. მისი მიზანია ევროკავშირის მწვანე ტექნოლოგიების, ენერგოტევადი მრეწველობისა და ავტოინდუსტრიის სახელმწიფო დაფინანსება ევროპული კომპანიებისკენ მიმართოს, რათა მათ ჩინეთის დომინანტ ექსპორტიორებთან კონკურენცია შეძლონ. ამ ინიციატივიდან ექვსი თვის შემდეგ, ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მთავრობები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საერთო ენას.

მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენი ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს „დამზადებულია ევროპაში“ კლუბში, რაც მათ პროდუქციას პრივილეგირებულ წვდომას მისცემს სახელმწიფო კონტრაქტებზე — დაწყებული ქარის ელექტროსადგურებით, დამთავრებული მაგისტრალებისა და მეტროს სისტემებისთვის საჭირო ფოლადითა და ცემენტით.

გერნამული მხარე, რომელიც ბლოკის უმსხვილესი ექსპორტიორი, პოზიციონირებს ჯგუფის „დამზადებულია ევროპასთან ერთად“ (Made with Europe) გაფართოებაზე, რაც ევროკომისიის თავდაპირველი წინადადების განსაზღვრებებს ემთხვევა. ეს ითვალისწინებს იმ პარტნიორების ჩართვას, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმება აქვთ, ან საბაჟო კავშირში იმყოფებიან. ასეთი სულ 80-მდე ქვეყანა შეიძლება იყოს. „გერმანია უარყოფს პროტექციონიზმსა და დისკრიმინაციას“, — აღნიშნულია გერმანულ დოკუმენტში.

ფრანგული მხარე კი ბლოკის სიდიდით მეორე ეკონომიკა პირიქით, უფრო შეზღუდულ მიდგომას უჭერს მხარს. ფრანგმა მინისტრმა სებასტიან მარტენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო სახსრები უშუალოდ ევროპულ წარმოებაზე უნდა მიიმართოს.

რაც შეეხება ესპანეთს, მათმა წარმომადგენლობამ, წამოაყენა სამდონიანი სტრუქტურის იდეა. პირველ დონეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეადგენს, რომლებიც უმაღლესი პრიორიტეტით ისარგებლებენ. მეორე დონეზე მოხვდებიან ევროპული ეკონომიკური ზონისა და სხვა „სანდო“ პარტნიორი ქვეყნები, ხოლო მესამე დონე დაეთმობა მათ, ვისაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ან საბაჟო შეთანხმებები აქვთ.

დიალოგს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალყურს დიდ ბრიტანეთში. პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემის ახალმა მთავრობამ უკვე გამოთქვა წუხილი ინიციატივიდან გაერთიანებული სამეფოს შესაძლო გარიყვის გამო, თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო პროცესის დასრულებამდე წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

მოლაპარაკებებს ირლანდია უძღვება, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. დუბლინი გეგმავს ახალი კომპრომისული ვარიანტი ოქტომბრის შუა რიცხვებში წარადგინოს და შეთანხმებას ნოემბერში მიაღწიოს. ევროპარლამენტში წამყვანი დეპუტატები კანონპროექტის შავოვან ვარიანტს 28 სექტემბერს განიხილავენ, შესწორებების შეტანის ბოლო ვადად კი 7 ოქტომბერი განისაზღვრა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • "თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუBM.GE
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
ევროკავშირის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა