მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

ფორმულა|formulanews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დააკავეს. დაკავებულებს, რომლებსაც ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ედებათ, 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“, — აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ისლამური წარწერის მქონე ბეჭედი, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენრუსთავი 2
  • ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ - სიორიძეტვ პირველი
  • თურქული საფონდო ბირჟის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავესBM.GE
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა