მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უმაღლესი სახელმწიფო სადილით მიიღო
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უმაღლესი სახელმწიფო სადილით მიიღო

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უმაღლესი სახელმწიფო სადილით მიიღო

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თეთრ სახლში უმაღლესი სახელმწიფო სადილით უმასპინძლა. ორმა ლიდერმა ორმხრივ ურთიერთობებში „ახალი თავის“ გახსნაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და პეკინმა ერთად უნდა იმოქმედონ, როგორც პასუხისმგებლიანმა დიდმა სახელმწიფოებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ყველაზე მწვავე საკითხებზე რეალურ პროგრესს ჯერ ვერ ხედავენ, ორივე ლიდერმა სადილზე მეგობრული ტონი შეინარჩუნა. ტრამპმა განაცხადა, რომ მათ ერთმანეთთან „ასე კარგად არასდროს ჰქონიათ საქმე“, ხოლო სი ძინპინმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულითადი მიღებისთვის.

ტრამპმა ჩინეთის ლიდერს ამერიკის ეროვნული სიმბოლოს — ამერიკული არწივის სკულპტურა გადასცა. გარდა ამისა, ტრამპმა სი ძინპინს და მის მეუღლეს „სპეციალური საჩუქრის“ სახით შესთავაზა, პირველებს დაეთვალიერებინათ თეთრი სახლის ახალი სამეჯლისო დარბაზი, რომელიც ჯერ კიდევ მშენებარე პროცესშია.

გალა სადილს ესწრებოდნენ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისა და ბიზნესის ლიდერები, მათ შორის ელონ მასკი, ტიმ კუკი (Apple), სემ ალტმანი (OpenAI), სუნდარ პიჩაი (Google), ჯეფ ბეზოსი (Amazon), ჯენსენ ჰვანგი (Nvidia) და მარკ ცუკერბერგი. აღსანიშნავია, რომ სადილის პარალელურად, თეთრი სახლის გარეთ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ხუმრობდა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს გენერალურ დირექტორს, დანა ვაითს შესთავაზარუსთავი 2
  • ტრამპი ამბობს, რომ „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდატვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →სახლის →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა