მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

"სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ფორმულა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

ფორმულა

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფორმულა

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ფორმულა