მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას
ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას

ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების მოვალეობაა.

"ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.

ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ეს ვერ და არ იქნება...

ველოდებით და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას", - თქვა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ალი მოჯანიმ (Ali Moujani) საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის წმინდა გამოსახულებით განათდა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება, არამედ ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

ალი მოჯანი აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს ეხება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაBM.GE
  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა