მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა
შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა

შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას პასუხობს და განმარტავს, რომ ენმ-ის მიერ წარდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს.

შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ: - განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; - ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება თბილისობა 2026-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი", - განმარტავს შსს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პირველ ოქტომბერს, მმიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლის გასვლაზსთა დაკავშირებით, რიყის პარკში, აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა აქციის ჩატარებაზე შსს-გან პასუხად უარი მიიღეს.

ფავლენიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • Anthropic-მა Nasdaq-ზე დაგეგმილი IPO-სთვის აქციის ფასი $70-დან $78-მდე განსაზღვრაBM.GE
  • არჩილ გამზარდია ევროპელი ლიდერების თბილისში, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობაზე: ეს იყო დემოკრატიის ანბანირუსთავი 2
  • ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, "ქოლ ცენტრების" კარტელად აქცია - ირაკლი კუპრაძეტვ პირველი
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →ოქტომბრის →კანონში →

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა