მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა
ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა

ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა

ფორმულა|formulanews.ge

ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი სრულად აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგიუს ცაჰკნამ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რუსეთი აქტიურად ესხმის თავს უკრაინულ პორტებს და ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, პარალელურად კი საკუთარი პროდუქციისთვის ახალ საექსპორტო მარშრუტებს ეძებს. ცაჰკნამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი აგრესორ ქვეყანას ასეთ შესაძლებლობას არ მისცემს.

„ესტონეთი არ დაეხმარება რუსეთს ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში,“ — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გეგმების შეუდგენლობაზე მან პარტნიორები ჯერ კიდევ სექტემბერში გააფრთხილა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდოBM.GE
  • ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოსიმედი
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ: „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი

41 ნაბიჯი რუსეთისკენ: „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი

ფორმულა

კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა

ფორმულა

შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება

შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება

ფორმულა

ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა