მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში იაპონიის პარლამენტის (ნაციონალური დიეტის) წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხმაურება, რომელსაც იცუნორიონოდერა ხელმძღვანელობდა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის ასეთ რთულ დღეებში — როდესაც რუსული „შაჰიდების“ ტალღები მუდმივად ატერორებენ მოსახლეობას — ქვეყანას ჰყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც რეალურად ხედავენ და გრძნობენ ადგილზე შექმნილ ვითარებას.

როგორც პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მხოლოდ დღევანდელ დღეს „შაჰიდის“ ტიპის დრონი სკოლას დაეცა იმ დროს, როდესაც გაკვეთილები მიმდინარეობდა, დარტყმები განხორციელდა კიევის სამხრეთ ხიდზე და არ წყდება შეტევები ენერგეტიკულ სექტორზე. ზელენსკის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ და სხვა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რასაც ეს თავდასხმები ატარებს.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა იაპონიას ომის დაწყებიდან დღემდე გაწეული მძლავრი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. მან ასევე გაიხსენა ნიუ-იორკში გამართული საუბარი იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩისთან, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზები განიხილეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აქტიურ კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

ფორმულა

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფორმულა

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

ფორმულა

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

ფორმულა