მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ
კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

ფორმულა|formulanews.ge

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არყოფნის გადაწყვეტილება შეაფასა.

"მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა [კანდიდატის სტატუსი]. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე", - თქვა კოსმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო კვლავ დაბალ დონეზე მიიწვიეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებიან.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი - მეუგე გიორგი ჯამდელიანის მიმართვა "ოცნებას"ტვ პირველი
  • აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?BM.GE
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფორმულა

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

ფორმულა

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

ფორმულა

ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა

ფორმულა