მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ
აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

ფორმულა|formulanews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა.

ინფრომაციაში აღნიშნულია, რომ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11 საათიდან 9 ოქტომბრის 18 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

"შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბიტურენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს გაეცნონ ბმულზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელბს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოქტომბრის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • არ ვყოფილვარ 4 ოქტომბრის აქციაზე, ციხეში ვიყავი - გვარამიას პასუხი ნადარაიასტვ პირველი
  • ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლადBM.GE
  • 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდარუსთავი 2
  • საქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყებანეტგაზეთი
ოქტომბრის →

მსგავსი სტატიები

კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს

კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს

ფორმულა

POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

ფორმულა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ფორმულა

პროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან თანხის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა

პროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან თანხის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა

ფორმულა