მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

"ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ფორმულა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

ფორმულა

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ფორმულა

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ფორმულა