მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ფორმულა|formulanews.ge

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს.

თათია ჩირგაძე სვამს კითხვას შესაბამისი უწყებების მიმართ, თუ რატომ გრძელდება არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.

"მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:

მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!

ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!

ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ .

სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.

მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი , თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი სტკივა", - წერს ჩირგაძე.

22 ივლისს, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

დაჭრილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე მომხდარიდან მალევე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება ბრალდებულის დედასა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაიჭრა ტაქსიში მყოფი ერთი პირიც.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებულს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საქმის დეტალებზერუსთავი 2
  • ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურაBM.GE
  • არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან – POG ბრალდებულზენეტგაზეთი
ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ფორმულა

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ფორმულა