მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. Flydubai-ს ბორტზე მეორე პილოტი კაპიტანს საავარიო ნაჯახით დაესხა თავს
Flydubai-ს ბორტზე მეორე პილოტი კაპიტანს საავარიო ნაჯახით დაესხა თავს

Flydubai-ს ბორტზე მეორე პილოტი კაპიტანს საავარიო ნაჯახით დაესხა თავს

ფორმულა|formulanews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის განცხადებით, ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ს რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

გენერალური პროკურორის განცხადებით, მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საგანგებო სიტუაციებისას გამოსაყენებლად შენახული საავარიო ნაჯახით დაესხა თავს და თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება სცადა.

ავარიული ხელსაწყო, როგორც წესი, კაბინაში ინახება საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის ავარიის შემთხვევაში გამოსაყენებლად.

გამოძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელმძღვანელობს. ავიაკომპანია დუბაის მთავრობას ეკუთვნის.

Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული პილოტი ომანელი ჰამამ ალ-ჰამამია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.

ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა. ბორტზე მყოფმა მგზავრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს. თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალი გადასცა, მათ შორის კოდი, რომელიც შესაძლო გატაცებაზე ან უკანონო ჩარევაზე მიუთითებს, რის შემდეგაც ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.

თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხოშტარია: გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძეზე ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი

ხოშტარია: გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძეზე ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი

ფორმულა

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ფორმულა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

ფორმულა

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ფორმულა