მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადო
აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადო

აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადო

ფორმულა|formulanews.ge

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ინვესტიციების ხელმძღვანელმა კონორ კოულმენმა განაცხადა, რომ ფონდის პროექტების საერთო ღირებულება ახლა დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს და ეს აჩვენებს ვაშინგტონის მხარდაჭერას კიევის მიმართ რუსეთთან ხანგრძლივი ომის პირობებში.

"უკრაინელი ხალხის ინვესტირება აბსოლუტურად აუცილებელია", - განაცხადა კოულმენმა ინტერვიუში და უკრაინაში მიმდინარე ზიანზე მიუთითა, მაშინ როდესაც ქვეყანა კიდევ ერთ ზამთარს ხვდება.

კოულმენის თქმით, პლატფორმა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის მასშტაბით სამთო-მოპოვების ადრეულ ეტაპზე მყოფ პროექტებზე და ურანის, ბერილიუმისა და ცირკონიუმის საბადოებზე.

"ყველა მათგანი შეტანილია აშშ-ის კრიტიკული მინერალების სიაში, ამიტომ ეს ძალიან კარგად შეესაბამება იმას, რისი გაკეთებაც გვსურს აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტების თვალსაზრისით", - აღნიშნა კოულმენმა.

პროექტი მიზნად ისახავს ასევე უკრაინის ელექტროენერგიისა და გათბობის ქსელების გაძლიერებას, მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთის მხრიდან საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაიზარდა.

კოულმენის თქმით, ერთ-ერთი პროექტი დაემატება იმ თითქმის 100 მილიონ დოლარს, რომლის სესხებასაც DFC ახლახან დათანხმდა უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის, DTEK-ისთვის. თანხა ახალი ბატარეების სისტემის შექმნას მოხმარდება, რომელიც დაახლოებით 600 000 უკრაინულ ოჯახს ორ საათამდე ხნის განმავლობაში სარეზერვო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

პროექტს ასევე ექნება "კაპიტალზე წვდომა იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებები წარმოიქმნება".

ფონდი ასევე მიიღებს წილობრივ მონაწილეობას კომბინირებული სითბოსა და ელექტროენერგიის კოგენერაციის პლატფორმაში, რომლის მიზანია რამდენიმე "ენერგეტიკული ჰაბის" შექმნა და ფუნქციონირება. ეს ჰაბები დაზიანებული ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემების აღდგენას და მოსახლეობისთვის ენერგომომარაგების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კოულმენმა ასევე განაცხადა, რომ ფონდი დამატებით კაპიტალს ეძებს, რათა საკუთარი შესაძლებლობები და დაფინანსების მასშტაბი გაზარდოს.

ცნობისთვის, აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი მინერალების შესახებ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი 2025 წლის აპრილში მოაწერეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 210 სტატია.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებსიმედი
  • აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადოBM.GE
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ფორმულა

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ფორმულა

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ხოშტარია: გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძეზე ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი

ხოშტარია: გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძეზე ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი

ფორმულა