მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებს
ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებს

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებს, როგორც მოსკოვის მიერ საჰაერო დარტყმების ახალი ტაქტიკის საპასუხო ნაბიჯს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ზამთრისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების გაფართოების შესახებ ახალი პოლიტიკა დაამტკიცა. მისი განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ქალაქებსა და სოფლებში მდებარე ობიექტებზე თავდასხმებით მოსახლეობის ქალაქებიდან გასვლას ცდილობს.

„თავდასხმებს მათ ენერგეტიკაზე უნდა ვუპასუხოთ - პირველ რიგში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა ობიექტებზე, რომლებიც მათ ამ ომის დაფინანსებისთვის ფულს აძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის მსგავსად თავდასხმას არ აპირებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სურვილის ნიშნებს ვერ ხედავს. პარალელურად, მისი განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის ფარგლებში დონბასში დაახლოებით 140 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • ალექსეი გონჩარენკო: „რუსეთი უნდა დაიშალოს", „პუტინი მოკვდება", „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთიმედი
  • რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრაBM.GE
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა

ფორმულა

რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს

რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს

ფორმულა

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ფორმულა

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ფორმულა