
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა
ფორმულა|formulanews.ge
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 4 ოქტომბერს უკრაინაში ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის დადასტურება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანია კიევისთვის ათასობით დრონ-ინტერსეპტორისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების დაჩქარებას გეგმავს.
„თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, მისი სამხედრო მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება“, - განაცხადა მერცმა კიევში მატარებლით ჩასვლის შემდეგ.
გერმანიის კანცლერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის კომპანიების ხელმძღვანელები.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge