მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო
გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას 1,3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების მასშტაბური დახმარების პაკეტი გამოუყო.

"ეს არის იარაღი, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ასევე მხარდაჭერა ჩვენი ენერგეტიკისთვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ზელენსიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის დახმარების ამ პაკეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი ჩამჭრელი დრონების წარმოებისთვის, რომლებიც, კერძოდ, რეაქტიული "შაჰედების" წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

გერმანიის კანცლერის მერცის თქმით, დაახლოებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკის სფეროს დახმარებას მოხმარდება.

"ეს სწრაფად და საგრძნობლად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ეს გაძლიერება უკიდურესად აუცილებელია...

ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებას და, უპირველეს ყოვლისა, დაეხმარება უკრაინელ ხალხს მოახლოებული ზამთრის გადატანაში", - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცის ვიზიტი უკრაინაში 4 ოქტომბერს დაიწყო. მისი ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის დადასტურება.

გერმანიის კანცლერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის კომპანიების ხელმძღვანელები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოსკოვის ავიაიერიშების „ახალი დოქტრინის“ საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყამსიმედი
  • აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადოBM.GE
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პენიტენციური: მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა

პენიტენციური: მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა

ფორმულა

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს

ფორმულა

მერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი

მერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი

ფორმულა

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?

ფორმულა