
ევროპარლამენტში საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
ფორმულა|formulanews.ge
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად დარეგისტრირდა საკითხი - „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“.
საკითხი ევროპარლამენტში 2026/2913(RSP) პროცედურის ფარგლებშია რეგისტრირებული და ამ ეტაპზე პლენარულ განხილვასა და კენჭისყრას ელოდება.
ევროპარლამენტის კალენდრის მიხედვით, საკითხზე დებატები 7 ოქტომბერს, ხოლო კენჭისყრა 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკითხი ეხება საქართველოში პოლიტიკურ უფლებებს, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge