მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა

ფორმულა|formulanews.ge

ხვალ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება. რეზოლუცია ამჯერად ქართული ოცნების მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს შეეხება.

ნეტგაზეთი აქვეყნებს რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მცირდება დემოკრატია, მედიის თავისუფლება, ილახება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც სულ უფრო შეუთავსებელია ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების ჩათვლით.

Netgazeti-ს თანახმად, რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას; ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონირებადი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო მექანიზმებით აღმოფხვრა შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ასუსტებს რეჟიმის წინა ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფ“ პარტიებს უმიზნებდა; მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას და მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, აგრეთვე პოლიტიკურად მოტივირებული „დივერსიის“ ბრალდებების მოხსნას; მოითხოვს იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ შეზღუდვებს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებსა და პირებზე; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოითხოვს დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა; წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი ნაკლებობის გამო, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური შედეგები საქართველოში მუდმივად მძიმედ მზარდი ვითარების ფონზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნას მიზნობრივი სანქციებისა და ვიზებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს თავის მუდმივ გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რაიმე სახის სვლას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადასცეს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • "1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზეBM.GE
  • პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყორუსთავი 2
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
  • ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშიატვ პირველი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბადების დღე სიკვდილის ჩრდილში - ბნელმა ვერ მოიცვა ნათელი დღეს

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბადების დღე სიკვდილის ჩრდილში - ბნელმა ვერ მოიცვა ნათელი დღეს

ფორმულა

ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ფორმულა

პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო

პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო

ფორმულა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ფორმულა