მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში, ქალაქ სალავატში, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარს უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმა უძღოდა წინ.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, Telegram-არხებზე Astra-სა და Exilenova+-ზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მიმდებარედ გაჩნდა.

„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია. საწარმო წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ნახშირწყალბადების ნედლეულს ამუშავებს.

სალავატი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარეობს.

ეს კომპლექსი უკრაინული თავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2025 წლის 24 სექტემბერს თავდასხმის შედეგად დაზიანდა პირველადი ნავთობგადამუშავების დანადგარი ELOU-AVT-6. 2026 წლის 14 ივლისს ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ნავთობგადამუშავება სრულად შეჩერდა. კიდევ ერთი ხანძარი 2026 წლის 13 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბისა და მიყენებული ზარალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს - გალუზინიBM.GE
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

ფორმულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

ფორმულა

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

ფორმულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

ფორმულა