მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია
სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია

სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია

ფორმულა|formulanews.ge

სამხრეთ კორეამ უკრაინაში თავისი ელჩი, პაკ კი-ჩანი, გაიწვია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, სეული „გააგრძელებს კონსულტაციებს უკრაინულ მხარესთან და ელის სხვადასხვა გადაუჭრელი საკითხის შეუფერხებლად მოგვარებას“.

სეულსა და კიევს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის საკითხი განიხილებოდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, საკითხი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ვითარებას „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ სეულმა უკრაინისგან ბოდიში მიიღო, თუმცა ის ქვეყნის მოლოდინებს არ აკმაყოფილებდა და „მკაცრი ზომების“ მიღება იგეგმებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
  • უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ბლოკი მოხსნაBM.GE
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

ფორმულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

ფორმულა

მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო

მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო

ფორმულა

ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ფორმულა