მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა

ფორმულა|formulanews.ge

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, ფართომასშტაბიანი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოსკოვის ომის ეკონომიკის დაფინანსებისა და სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით, ახალი სანქციები 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. მათ შორის არიან რუსული ნავთობკომპანიები, ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის საჭირო საქონლის მიმწოდებლები, ასევე ფინანსური და კრიპტო-სერვისების კომპანიები.

სანქციები დაუწესდა ორ რუსულ ნავთობკომპანიას - Zarubezhneft-სა და INK Capital-ს. ბრიტანეთის განცხადებით, ახალი ზომების შედეგად მისი სანქციები რუსეთის ნავთობის წარმოების სიმძლავრის 90%-ზე მეტს მოიცავს.

ლონდონმა ასევე სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 ნავთობტანკერი. ახალი შეზღუდვების შემდეგ სანქცირებული ტანკერების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. ბრიტანეთის შეფასებით, ეს ხომალდები რუსეთის ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გატანას სანქციების გვერდის ავლით უზრუნველყოფენ და ხშირად ცრუ დროშებით გადაადგილდებიან.

ცალკე სამიზნე გახდა ფინანსური სექტორი. სანქციები დაუწესდა სამ კრიპტობირჟასა და ორ გადახდის პლატფორმას, რომელთაგან რამდენიმე ყირგიზეთთან არის დაკავშირებული. ბრიტანეთის ხელისუფლება მათ რუსეთის მიერ ფინანსური სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებაში ეჭვობს.

ლონდონის განცხადებით, ზოგიერთი აღნიშნული პლატფორმა დაკავშირებულია კრემლთან დაკავშირებულ A7-ის უკანონო ფინანსურ ქსელთან, რომელიც რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. ბრიტანული მხარის ცნობით, ქსელმა გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გადაადგილება დააფიქსირა.

სანქციების კიდევ ერთი ნაწილი 17 კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხო, რომლებიც რუსეთს სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ე.წ. მაღალი პრიორიტეტის საქონლით ამარაგებენ. მათ შორისაა მანქანა-დანადგარები, ელექტრონული კომპონენტები და მასალები, რომლებიც რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის გამოიყენება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, რუსეთისთვის ამგვარი საქონლის მიწოდება ხშირად მესამე ქვეყნების გავლით ხორციელდება, რის გამოც სანქციების ახალი პაკეტი სწორედ ამ მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

„თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებაში ან აღჭურვაში ეხმარებით, ამას შედეგები მოჰყვება“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს - გალუზინიBM.GE
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

ფორმულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

ფორმულა

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

ფორმულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

ფორმულა