მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს
სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

ფორმულა|formulanews.ge

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე იქნება ძალაში. განცხადებას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინორმაციით, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.

ყეინიშვილი 2012-2016 წლებში "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფორმულა

ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ფორმულა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა