
მოტყუებით დაეუფლა 13 500 აშშ დოლარს - დაკავებულია 1 პირი
ქუთაისში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.
დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge