ორიგინალი
სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
ფორმულა·16:01

სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა

25 ნოემბერი, 2026 · 16:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს“, მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატების პოზიციით, ბრალდებულების მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული არცერთი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო უკვე შეფარდებული პატიმრობა უნდა გაუქმებულიყო.

სასამართლო სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. მათ განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაზარალებულს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა

თემა: პატიმრობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • რუსთავი 2·18:06
    ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
  • ტვ პირველი·15:53
    თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
  • BM.GE·13:25
    პატიმრობა შეეფარდათ პირებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმების დაპირებით ₾270 ათასი მიითვისეს
  • ნეტგაზეთი·19:27
    მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“
პატიმრობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·18:37

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუსი - სუვერენულად ბიძინასი?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუსი - სუვერენულად ბიძინასი?!
ფორმულა·18:35

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია
ფორმულა·18:34

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფორმულა·18:33

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.