
ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" რეალიზაციას ახდენდა - დაკავებულია 1 პირი
ფორმულა|formulanews.ge
შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" რეალიზაციას ახდენდა.
"პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge