მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს
ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს, რადგან ის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვას კვლავ გასცემს, რაც ტრამპის მტკიცებით, ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

"ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია.

დღესვეა შესაძლებელი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული", – თქვა ზელენსკიმ.

თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება.

"ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც, (ზელენსკი) ამას არასდროს აკეთებს", - განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ფორმულა

ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს

ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს

ფორმულა

რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა

რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა

ფორმულა

ერ რიადში, საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ერ რიადში, საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა