მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს
მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს

მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე - გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.

კოსის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

"ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან.

სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ", - თქვა კოსმა.

კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

"საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს.

ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო", - აგანაცხადა კოსმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ფორმულა

ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ფორმულა

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი

ფორმულა

დიდ ბრიტანეთში, ველური ბუნების პარკში ვეფხვის ვოლიერში შესული მამაკაცი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში, ველური ბუნების პარკში ვეფხვის ვოლიერში შესული მამაკაცი დაიღუპა

ფორმულა