
კაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სიაში თითქმის 1 600 ახალი ჩანაწერის დამატების შესახებ - ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
კალასის თქმით, ეს არის სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო.
"ევროპა კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთიანობას.
სანქცირებულთა ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული.
ჩვენ რუსეთისთვის მნიშვნელოვნად ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც ის უკრაინელების მოსაკლავად იყენებს, ვანელებთ ამ პროცესს და მას გაცილებით ძვირად ვაქცევთ", - წერს კალასი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge