მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება
პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება

პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ომის გასაგრძელებლად სჭირდება.

"კიევს სინამდვილეში არჩევნების ჩატარება არ სურს, ეს სრულიად აშკარაა და მათ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა სჭირდებათ არა არჩევნებისთვის, არამედ ძალების მოსაკრებად, ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად.

მისი [პუტინის] სახელით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ თუ კიევს არჩევნების ჩატარება რეალურად სურს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს არჩევნების დღეს. სწორედ არჩევნების დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა", - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

მანამდე, ტრამპმა ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ფორმულა

გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

ფორმულა

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

ფორმულა