ორიგინალი
გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის
ფორმულა·17:11

გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

12 ოქტომბერი, 2026 · 17:11

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს.

იოჰან ვადეპულის თქმით, გერმანია კვლავ რჩება უკრაინისა და მისი მთავრობის მხარეს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი რთული მოვალეობების შესრულებაში.

ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

10 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების სურვილის არქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. იქამდე კი დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ამერიკული და გლობალური ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

მოგვიანებით ტრამპმა ახალი განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

თემა: მინისტრი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • პოსტივი·19:02
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
  • რუსთავი 2·18:54
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეზოლუცია ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
  • იმედი·18:47
    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
  • კვირის პალიტრა·18:40
    რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე?
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·19:23

იბიცას სანაპიროსთან ტანკერის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

იბიცას სანაპიროსთან ტანკერის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
ფორმულა·19:15

გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
ფორმულა·19:14

კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა

კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
ფორმულა·19:13

კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს

კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.