ორიგინალი
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
ფორმულა·20:00

EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

12 ოქტომბერი, 2026 · 20:00

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი 1 569 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ეს სანქციების სიაში შეყვანის ყველაზე მასშტაბური პაკეტია, რომელიც ევროკავშირს ოდესმე შეუთანხმებია.

სანქცირებულთა შორის 826 რუსული კომპანია და ამ კომპანიების 743 ხელმძღვანელია. ახალი ზომების შედეგად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქცირებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4 600-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ახალი სანქციების ნახევარზე მეტი იმ საწარმოო ჯაჭვებს ეხება, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ — რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.

„ეს არ არის დრო, როდესაც მოსკოვზე ზეწოლა უნდა შევამსუბუქოთ — პირიქით, ის უნდა გავაძლიეროთ“, — განაცხადა კალასმა.

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის სამხედრო მრეწველობის საშუალო რგოლის მომწოდებლებსაც მოიცავს. ევროკავშირის ინფორმაციით, ამ სექტორის წლიური ბრუნვა სულ მცირე 20 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 250 000-ს აღემატება.

სანქცირებული კომპანიები რუსეთის მოწინავე შეიარაღების სისტემებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდიან, მათ შორის რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების წარმოებისთვის. ჩამონათვალში შედის ელექტრონიკის, ნახევარგამტარების, მიკროსქემების, საკომუნიკაციო მოწყობილობების, რადარების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალისა და სანავიგაციო სისტემების მწარმოებლები და მომწოდებლები.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და სანქცირებული პირებისა თუ კომპანიებისთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან ირიბად გადაცემის აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტით გადაადგილება.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესიის გაგრძელებასა და ესკალაციას, განსაკუთრებით კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს უკავშირდება.

ევროკავშირმა სანქციების გაძლიერების გადაწყვეტილება 2026 წლის 18-19 ივნისის ევროპული საბჭოს მოწოდების შესაბამისად მიიღო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

თემა: სანქციების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • რუსთავი 2·05:43
    მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
  • პალიტრა ნიუსი·20:29
    მოსკოვი 7 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს - როგორ ეხმაურებიან ამბავს ქართველი პოლიტიკოსები
  • ტვ პირველი·15:14
    სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
  • BM.GE·13:55
    აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
სანქციებისსამხედრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·08:16

შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა

შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
ფორმულა·08:15

თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა

თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
ფორმულა·08:14

აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო

აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო
ფორმულა·08:13

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.