ორიგინალი
მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
რუსთავი 2·21:09

26 ნოემბერი, 2026 · 21:09

ოპოზიციის ყალბი პროპაგანდის გაძლიერება, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და ქართული კომპანიებისთვის დაწესებული უსაფუძვლო სანქციების ძალაში დატოვება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ღიად თქვა, რომ რუსული მხარე თითქოსდა უწყინარი საკითხების დღის წესრიგში დაყენებით, ოპოზიციის გაძლიერებას ცდილობს. საუბარია ორი ქვეყნის უნივერსიტეტების დაძმობილებაზე, ეს მაშინ როცა ზურაბაშვილის თქმით, მინსკში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი, სანქცირებული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნა და ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო, თუმცა ეს რუსეთის ფედერაციის გეგმებში არ შედის.

ანტირუსული პროპაგანდა, უკრაინის მხარდაჭერა და ღვინის ხარისხი - პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ სამი აბსურდული მიზეზის გამო რჩება ქართული კომპანიები კვლავ სანქციების ქვეშ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უარგუმენტო ბრალდებებს საქართველო უკვე დიდი ხანია შეჩვეულია იმ ევრობიუროკრატების მხრიდან, რომლებიც "დიფ სთეითის" მიერ არიან მოსყიდულები და ხშირად საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებენ. ასეთი პოლიტიკა ჰქონდა მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილსაც და დღეს ეს მიდგომა უკვე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებშიც იკვეთება.

საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას უარყოფენ და ტრადიციულად საბრალდებო ისრები მმართველი გუნდისკენ გადააქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. იმ ოპოზიციურ ძალაში, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, დღეს ამბობენ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება.

მინსკში გამართულმა შეხვედრამ, სახელისუფლებო გუნდისთვის საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპონენტების მანიპულაციურ ნარატივს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს ეს "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიებია. ეს ფაქტი მმართველი ძალის თქმით, არაერთხელ დადასტურდა, 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგაც, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულები დააბრალა, მაშინ როცა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები რუსულ მხარეზე გაასხვისა და სულ რამდენიმე დღის წინაც, როცა სააკაშვილმა ჯერ გაასაჯაროვა, შემდეგ კი წაშალა ფეისბუქ სტატუსი, სადაც ის აღიარებს, რომ რევოლუციას მხარს რუსეთი უჭერდა. ამ ფონზე კი მიხაილ გალუზინის პოზიცია და რუსეთის უსამართლო მიდგომა ქართულ ოცნებას ბევრ კითხვას უჩენს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მინსკში 19 ნოემბერს გამართა.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება

თემა: შეხვედრა

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ინფო 9·20:37
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • იმედი·20:26
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
შეხვედრასანქციებისმოსკოვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·21:56

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიული მემკვიდრეობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა - საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიული მემკვიდრეობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა - საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნა
რუსთავი 2·21:51

შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ

შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
რუსთავი 2·21:50

უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას

უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას
რუსთავი 2·21:29

ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.