ორიგინალი
რაჭაში, აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა
ფორმულა·13:37

რაჭაში, აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა

13 ოქტომბერი, 2026 · 13:37

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა.

"სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის - „მამისონი“ ახალი შენობა გახსნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პუნქტი აშშ-ს მხარდაჭერით აშენდა. გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი დაესწრო.

"სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.

სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რაჭაში, აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • კომერსანტი·14:00
    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს“
  • ალია·13:53
    თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
  • აჭარის ტელევიზია·12:48
    ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ
  • Lლიბერალი·10:52
    სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა: აგროთანადაფინანსების პროგრამის 5-თვიანი შედეგები
მხარდაჭერით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·17:02

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
ფორმულა·17:01

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს
ფორმულა·17:00

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს
ფორმულა·16:59

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.