მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მაჭავარიანი: ვერ მოითმენს EU დიდი ხანი და მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობა
მაჭავარიანი: ვერ მოითმენს EU დიდი ხანი და მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობა

მაჭავარიანი: ვერ მოითმენს EU დიდი ხანი და მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ განაცხადა, რომ პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ. მისი მტკიცებით, ბრიუსელი შანტაჟით და საინორმაციო ხმაურით ცდილობს მათ შეცვლას.

მაჭავარიანის თქმით, ვინაიდან "შუა დერეფნის" მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ევროკავშირი ვერ მოითმენს და მოუწევს "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობა.

"მოლოდინები პოზიტიური არ გვაქვს. შარშანდელი კარგად გვახსოვს ყველას, როდესაც ექვსი მუხლით იყო შეფასებული თითო კანდიდატი წევრი ქვეყანა და უკრაინა და მოლდოვა შეაფასეს ოთხი მუხლით, მიკერძოებას ჰქონდა ადგილი.

ამოიღეს კორუფცია, ამოიღეს ადამიანის უფლებები და სავარაუდოდ ანალოგიური გაგრძელდება. ზოგადად შეფასებები ჩვენ მოვისმინეთ, ცალკეული ქვეყნები არიან, რომლებიც უკვე კარგად აანალიზებენ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მათ სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ მეგობრობა საქართველოსთან და ცდილობენ, რომ ბრიუსელიც ამაში დაარწმუნონ.

ეს ბრიუსელსაც კარგად აქვს გააზრებული, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ამ დამატებითი რაღაცა შანტაჟით და საინფორმაციო ხმაურით მაინც მიცემენ რაღაცა ბოლო შანსს თავიანთ აგენტურულ ოპოზიციას, რომ ან რევოლუციით ჩაგვანაცვლონ, ან არჩევნებით. ეს გამორიცხულია, ქართველი ხალხია ამის გარანტი.

მე ბევრჯერ განმიცხადებია, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ გადავფურცლოთ ეს ყველაფერი, დავიწყოთ რეალური პარტნიორობა და ბევრჯერ განმიცხადებია ის, რომ ვინაიდან "შუა დერეფნის" მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ვერ მოითმენს ევროკავშირი დიდი ხანი და მათ მოუწევთ, რომ დასხდნენ და ჩვენთან დაიწყონ უკვე ურთიერთობა", - თქვა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა

ფორმულა

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

ფორმულა

ზელენსკი: პარტნიორებისგან სადაზვერვო გაფრთხილება არ მიგვიღია ღამით რუსეთის დარტყმამდე

ზელენსკი: პარტნიორებისგან სადაზვერვო გაფრთხილება არ მიგვიღია ღამით რუსეთის დარტყმამდე

ფორმულა

რაჭაში, აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა

რაჭაში, აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული მამისონის სასაზღვრო სექტორი გაიხსნა

ფორმულა