მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოლდოვაში ქოლცენტრების ქსელი დაშალეს, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან კავშირში
მოლდოვაში ქოლცენტრების ქსელი დაშალეს, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან კავშირში

მოლდოვაში ქოლცენტრების ქსელი დაშალეს, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან კავშირში

ფორმულა|formulanews.ge

მოლდოვაში სამართალდამცველებმა ქოლცენტრების ქსელი დაშალეს. პოლიციამ და პროკურატურამ, სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად კიშინიოვში ჩხრეკა 21 მისამართზე ჩაატარეს და 8 პირი დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, ოპერაციის შედეგად თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ფარგლებში 5 ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის შემოსავალი თვეში 2 მილიონი დოლარი იყო.

პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები თავს საინვესტიციო სფეროს ექსპერტებად ასაღებდნენ და ადამიანებს მოგებისა და რისკების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შემდეგაც მათ თაღლითურ საინვესტიციო სქემებში ფულის ჩარიცხვისკენ უბიძგებდნენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს ფული, ტელეფონები, კომპიუტერები, ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები, საბანკო ბარათები, საბუღალტრო და კორპორაციული დოკუმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები. ასევე აღმოაჩინეს რადიოსიგნალების ჩახშობის მოწყობილობები და პოლიგრაფი, რომელსაც დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩასართავად შერჩეული პირების შესამოწმებლად იყენებდნენ.

დაკავებული რვავე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად და დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის დასადგენად.

მოლდოვის პოლიციის განცხადებაში დაკავებულ პირთა მოქალაქეობა აღნიშნული არ არის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი

ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი

ფორმულა

მიქელაძე: გუშინ რასაც ლეგიტიმურს უწოდებდა პაპუაშვილი, ვენეციის კომისიამ მიწასთან გაასწორა

მიქელაძე: გუშინ რასაც ლეგიტიმურს უწოდებდა პაპუაშვილი, ვენეციის კომისიამ მიწასთან გაასწორა

ფორმულა

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა

ფორმულა

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

ფორმულა