ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში
ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და ხელისუფლებების შეცვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ადანაშაულებს.
მასკის აზრით, USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პროცესებში მონაწილეობდა. ის X-ზე აზიარებს Wall Street Apes-ის პოსტს, რომლის მიხედვითაც USAID-ი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა და ამბობს, რომ სწორედ USAID-ია პასუხისმგებელი უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში.
„USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში“, - წერს მასკი.
USAID is responsible for a vast number of deaths due to their regime change operations, particularly in Ukraine — Elon Musk (@elonmusk) November 29, 2026
