
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, ელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
თანხა უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდევროიანი სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში გამოიყო.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთი ფრონტის ხაზზე წინსვლას აფერხებს, ის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს აძლიერებს.
„ევროპის ურყევ მხარდაჭერას ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რათა უკრაინამ საკუთარი ცა დაიცვას და სიცოცხლეები გადაარჩინოს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ცნობით, 2026-2027 წლებში უკრაინისთვის გათვალისწინებული 90 მილიარდი ევროდან 60 მილიარდი თავდაცვის საჭიროებებს, ხოლო 30 მილიარდი საბიუჯეტო დახმარებას მოხმარდება. 2022 წლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას, ჯამში, 231.5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge