მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა - შალვა პაპუაშვილი
2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა - შალვა პაპუაშვილი

2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 23:12|rustavi2.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები" 2022 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ნათელი გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მიზნები, ხოლო საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორი ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას და ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში ხელოვნური ისტერიის შექმნას, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სტატუსის მიუღებლობის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც მესამედი წილი NGO სექტორს ექნებოდა და მთავრობაში ვეტოს უფლებით სარგებლობას შეძლებდა.

"2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, გახდა ნათელი, თუ რა უნდოდათ სინამდვილეში 2022 წელს, რატომ უნდოდათ სააკაშვილის მობრუნება, რომ 2022 წელს, 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც წამოვიდოდა ამ ომთან დაკავშირებით.

რა ვნახეთ 2022 წელს? - გაგახსენებთ იმ ისტერიას, რომელიც NGO სექტორმა დაიმართა, რომ გინდა თუ არა, ჩვენ უნდა ვიყოთ მონაწილე კითხვარის შევსებისო. მაშინ იყო რაღაც 3000 კითხვიანი კითხვარი გამოგზავნილი, რომელიც უნდა შეგვევსო, არც ერთ ქვეყანაში კანდიდატებს, რომელიც მაშინ იყვნენ ასეთი ისტერია არ დაუმართია NGO სექტორს, რომ ტყუილებს ჩაწერს ახლა ხელისუფლებაო.

ეს იყო სინამდვილეში მათი პათოსი და აი ეს პათოსი, საბოლოო ჯამში, მიიყვანეს იქამდე, რომ ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ამას ვამბობ ყველა უცხოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ვერც ერთმა ვერ მითხრა ნორმალურად მიზეზი რა იყო 2022 წლის ივნისში, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ითქვას, ერთმანეთისგან საწინააღმდეგოდ ჩვენებებს რომ აძლევდნენ.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, რა მოხდა? - NGO-ები დადგნენ პარლამენტის წინ და მოითხოვეს რა? - ხელისუფლების გადადგომა და მათი მონაწილეობა ხელისუფლებაში. მოითხოვეს, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო, პარლამენტი უნდა გადაგვეყენებინა, მთავრობა უნდა გადაგვეყენებინა და უნდა დაფუძნებულიყო ე.წ. ტექნიკური მთავრობა, სადაც იქნებოდა უმრავლესობა მესამედი, ოპოზიცია მესამედი და NGO სექტორი მესამედი, და ყველა ამ სუბიექტს ექნებოდა ვეტოს უფლება, ანუ NGO-ებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, რომლებისთვისაც ერთადერთი ლეგიტიმაცია არის ფულის ზომა, რასაც ისინი უცხოელებისგან იღებენ, რომ უნდა ჰქონოდათ საქართველოს მთავრობაში ვეტოს უფლება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები."

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნისტვ პირველი
  • ევროკავშირმა უკრაინისთვის €3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსაBM.GE
  • ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსინეტგაზეთი
უკრაინის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: "ნამახვანჰესის" მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: "ნამახვანჰესის" მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტ სოციალისტური ქვეყნებისთვის

შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტ სოციალისტური ქვეყნებისთვის

რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

რუსთავი 2