მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ფორმულა|formulanews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. ეს პროცესი ისტორიულია გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარე კი გახლავთ ეთნიკურად ქართველები, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან კრემლის მთავარი მოთხოვნების და მიზნების გამხმოვანებლები და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ამ მოთხოვნების დაკანონების მოსურნეები და რატომ, რადგან მათი სარჩელი ეფუძნება ღალატის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი. [...]

ეს არის არა პარტიების აკრძალვის, არამედ საქართველოს, ქართული სახელმწიფოს აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა. არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა პატრიოტს მოვუწოდებ, სასამართლო სხდომების პარალელურად შევიკრიბოთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე.

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვაზე ქართული ოცნების სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს დაიწყებს და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი განიხილავს, რომელიც 7 მოსამართლით იქნება დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზენეტგაზეთი
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღოBM.GE
  • თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
  • კობახიძემ მოსამართლის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელისგან აცილების მოთხოვნას უპასუხატვ პირველი
აკრძალვის →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ფორმულა

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ფორმულა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ფორმულა