მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა
უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინული დრონებით სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე მთელი ღამის განმავლობაში მასშტაბური თავდასხმა მიმდინარეობდა.

რუსული მხარის განცხადებით, 17-18 ოქტომბრის ღამეს ლენინგრადის ოლქს 100-ზე მეტი დრონი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის ნავთობტერმინალი.

ასევე დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები. აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 126 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს რეგიონზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ნავსადგურისა და ადგილობრივი ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა, თავდასხმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, რუჩის ნავთობის საცავში და კოლპინოს რაიონში მდებარე სამრეწველო საწყობებში.

ბეგლოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

უკრაინულმა მონიტორინგის არხებმა განაცხადეს, რომ „მასშტაბური“ დრონებით შეტევა ადგილობრივი დროით 02:50 საათზე დაიწყო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში პროტესტი გამწვავდა - დაიწვა ლიმოჟის მერია

საფრანგეთში პროტესტი გამწვავდა - დაიწვა ლიმოჟის მერია

ფორმულა

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

ფორმულა

"ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია

"ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია

ფორმულა

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

ფორმულა