მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
საბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს

საბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა.

განცხადება ბრიფინგზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ბექა კვიციანმა გააკეთა. მისივე თქმით, ჩუბინიძე მოსამართლის განჩინების საფიუძველზე დააკავეს.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.

აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - აცხადებს პროკურატურა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსსBM.GE
  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსიტვ პირველი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინარუსთავი 2
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა - ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა - ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ფორმულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელი

ფორმულა

ზახაროვა: ქართული სასმელის იმპორტის აკრძალვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს ეხება

ზახაროვა: ქართული სასმელის იმპორტის აკრძალვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს ეხება

ფორმულა

ALDE: ოცნება ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს

ALDE: ოცნება ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს

ფორმულა