მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. 19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%
19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

ფორმულა|formulanews.ge

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 19:00-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 67.6% იყო. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა და ქვეყანაში ეგზიტპოლები არ ჩატარდება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ალექსანდრ ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა, თითქმის 2-წლიანი, სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ტარდება. დემონსტრაციები კორუფციის სავარაუდო შემთხვევებმა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებამ გამოიწვია.

ამჟამად, საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩი საპროტესტო მოძრაობიდან აღმოცენებულ სტუდენტურ მოძრაობას უპირისპირდება.

პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სტუდენტურმა მოძრაობამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

დღეს, ქვეყნის ქალაქებსა და დაბებში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. ხმის მისაცემად მისულ ალექსანდრ ვუჩიჩსაც კი თითქმის 2 საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი.

Reuters წერს, რომ სტუდენტური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას გამოიწვეს. ეს უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის აპრილში დამარცხების მსგავსი შემთხვევა იქნება. ამასთან, სერბეთის მოვლენებმა შესაძლოა ევროპაში სხვა სტუდენტური მოძრაობებისთვისაც სამოქმედო გეგმის მაგალითად იქცეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • “2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილიBM.GE
  • მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, როდესაც ევროკავშირმა და მისმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ღონისძიება გამართა და 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დააანონსატვ პირველი
  • ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებიაიმედი
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

ფორმულა

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

ფორმულა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფორმულა