მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

ფორმულა|formulanews.ge

სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.

გამარჯვებულია - „სტუდენტური სია“ - წინასწარი მონაცემებით, მათ დაახლოებით 52%-ით გაიმარჯვეს და პარლამენტის 250 ადგილიდან - 138 მოიპოვეს. ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურ ბლოკს დაახლოებით 39.3% - პარლამენტში 104-105 ადგილი ერგო.

ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა, თუმცა, ბრიფინგის ჩატარების მომენტში საბოლოო ოფიციალური მონაცემები ჯერ დადგენილი არ იყო. თავად ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შედეგების თანახმად, მის ბლოკს პარლამენტში დაახლოებით 105 მანდატი ერგო.

„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტების სია“ გამარჯვებულია - მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი დაახლოებით 105“, - თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

არჩევნებში ერთმანეთს ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდაჭერილი მმართველი პოლიტიკური ძალა და სტუდენტური პროტესტის საფუძველზე ჩამოყალიბებული მოძრაობა დაუპირისპირდა.

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 19:00-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 67.6% იყო.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ალექსანდრ ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა, თითქმის 2-წლიანი, სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჩატარდა. დემონსტრაციები კორუფციის სავარაუდო შემთხვევებმა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებამ გამოიწვია.

პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სტუდენტურმა მოძრაობამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

დღეს, ქვეყნის ქალაქებსა და დაბებში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. ხმის მისაცემად მისულ ალექსანდრ ვუჩიჩსაც კი თითქმის 2 საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • “2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილიBM.GE
  • მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, როდესაც ევროკავშირმა და მისმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ღონისძიება გამართა და 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დააანონსატვ პირველი
  • ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებიაიმედი
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

ფორმულა

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

ფორმულა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფორმულა