
ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში ჩავიდა.
ზელენსკის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი საკითხებია დიპლომატიური კოორდინაცია, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა.
"წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის... ყველას გვაერთიანებს ინტერესი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის მიმართ.
ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და ქმედებებად ვაქციოთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი
ფორმულა
წყარო: formulanews.ge