მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა
დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა

დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მეგობართან ერთად, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2024 წლის აპრილიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

"ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავარუსთავი 2
  • პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავატვ პირველი
  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდაBM.GE
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ფორმულა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვა

ფორმულა

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

ფორმულა

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ფორმულა